მიმდინარე წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს რეზერვები 81.7%-ით გაზარდა.
მარტში სებ-მა ოქრო პირველად შეისყიდა, რის შედეგადაც რეზერვების მოცულობამ $332.152 მლნ შეადგენა.
მომდევნო თვეებში ოქროს რეზერვების მოცულობა ასეთი იყო:
- აპრილი – $529.405 მლნ
- მაისი - $538.871 მლნ
- ივნისი - $534.890 მლნ
- ივლისი - $556.782 მლნ
- აგვისტო - $576.758 მლნ
- სექტემბერი - $603.515 მლნ
სექტემბერში ოქროს რეზერვების მოცულობამ მთლიანი რეზერვების 12.8% შეადგინა.
2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა $4.712 მლრდ-ს შეადგენდა, სავალუტო რეზერვების მოცულობა კი $3.635 მლრდ იყო.