Visa-თან თანამშრომლობით, TransferGo მომხმარებლებს ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და მოლდოვაში Visa ბარათებზე გამარტივებულ გადარიცხვებსა და ქეშბექს სთავაზობს

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი - 2024 წლის 8 ოქტომბერი - Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, აგრძელებს თანამშრომლობას TransferGo-თან. ახალი ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, TransferGo-ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ 5%-მდე ქეშბექით ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან VISA ბარათებზე თანხის გადარიცხვისას 9 ქვეყანაში (მათ შორის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებსა და მოლდოვაში).

მომხმარებლები, რომლებიც 1-ლი აგვისტოდან 31 ოქტომბრამდე, 200 ევროს (ან სხვა ვალუტის შესაბამის თანხას) გადარიცხავენ ევროკავშირის ან დიდი ბრიტანეთის ბარათებიდან და საბანკო ანგარიშებიდან Visa-ს ბარათებზე ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და მოლდოვაში, მიიღებენ 10 ევროს ოდენობის ქეშბექს (ან მის ეკვივალენტს). ინიციატივა TransferGo-ს ახალ მომხმარებლებზე ვრცელდება.

"ახალი ინიციატივა აუმჯობესებს ფულადი გზავნილების ღირებულებას და ხაზს უსვამს ჩვენს მისიას - უზრუნველვყოთ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურება და ამავდროულად მხარი დავუჭიროთ გლობალურ ფინანსურ ინკლუზიურობას." - ანასტასია ფომენკო, TransferGo-ს რეგიონალური ზრდის მენეჯერი.

"აღსანიშნავია ისიც, რომ Visa-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ოლიმპიურმა და პარაოლიმპიურმა სპორტსმენებმა არდან გალიმილიმ, ოქსანა ჩუსოვიტინამ და ლაშა ბექაურმა ასევე მხარი დაუჭირეს TransferGo-ს საერთაშორისო ციფრული გადახდებისა და ფინანსური ინკლუზიურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიასაც, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით." - უდაი კაუშიკ პატელი, Visa-ს უფროსი კლიენტების მარკეტინგის ლიდერი.

ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონებში, ისევე როგორც მოლდოვაში TransferGo-ს ტრანზაქციების მოცულობა ბოლო 24 თვეში 170%-ით გაიზარდა, თანხების ნაკადი კი 181%-ით. ეს აღმავალი ტენდენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ფულის გადარიცხვის უფრო სამართლიანი შესაძლებლობების საჭიროებას და ეხმიანება TransferGo-ს მისიას.

VISA-თან თანამშრომლობით TransferGo-მ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მარკეტინგული კამპანია წამოიწყო, სადაც ჩემპიონები წარმოდგნილნი არიან ყოველდღიურ გმირებთან ერთად - TansferGo-ს მომხმარებლებთან, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან აძლიერებენ სამშობლოში მყოფ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

TransferGo-ს შესახებ:

TransferGo გლობალური ფინტექია, რომელიც მარტივი და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ქმნის უფრო სამართლიან სამყაროს მილიონობით მსოფლიო მოქალაქისთვის. ინოვაციების 12 წლიანი ისტორიით, TransferGo აგრძელებს ფინანსური ბარიერების რღვევას და მხარს უჭერს 7 მილიონზე მეტ მომხმარებელს 160 ქვეყანაში.

(R)