Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს

მესამე გაფართოება ათ წელიწადში / ლოგისტიკური კომპანია ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობის მზარდ მოცულობებს პასუხობს.

საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა კომპანიამ Gebrüder Weiss-მა, თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრი მესამედ, 13 000 კვადრატული მეტრით გააფართოვა, რაც კიდევ უფრო გაზრდის Gebrüder Weiss-ის შესაძლებლობებს კავკასიის რეგიონში.

„ამ გაფართოებით ვპასუხობთ რეგიონში მზარდ მოთხოვნას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ მომსახურებაზე, აღნიშნული მოთხოვნის ზრდა კი ძირითადად განპირობებულია ევროკავშირს, საქართველოსა და მის მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მზარდი ვაჭრობის მოცულობით“, - განმარტავს ვოლფრამ ზინგერ-ვაისი, Gebrüder Weiss-ის აღმასრულებელი დირექტორი.

photo-1-1728474406.jpeg

„12 წლის წინ კომპანიის დაარსების შემდეგ, ეს ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებაა. ტერმინალი პირველად 2019 წელს გაფართოვდა, მომდევნო წელს კი სარკინიგზო ქსელსაც დაუკავშირდა. ამ გაფართოებასთან ერთად, სასაწყობე, დაცლა-დატვირთვის, სარკინიგზო, საპარკინგე და ღია სივრცეების ჯამური ფართობი 142 000 კვადრატული მეტრია, სადაც 177-ზე მეტი დასაქმებული რეგიონში არსებულ კლიენტებს ლოგისტიკური სერვისების სრულ სპექტრს უწევს,“ - აცხადებს Gebrüder Weiss საქართველოს გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ხარლამოვი. „არსებული გაფართოება ასევე შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ უფრო გავზარდოთ კავკასიის რეგიონში არსებული სერვისების მოცულობა და ამასთანვე გავაძლიეროთ ყაზახეთთან, უზბეკეთთან და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობა. აღნიშნული ასევე ხელს შეუწყობს ჩვენი საკვანძო კლიენტების საერთაშორისო მომხმარებლებსაც,“ - ამატებს Gebruder Weiss-ის რეგიონული მენეჯერი ტომას მოზერი. თბილისის ტერმინალში ჩადებულმა ბოლო ინვესტიციამ 11.5 მილიონი ევრო შეადგინა, რითაც ჯამურად, დაარსების დღიდან თბილისის ტერმინალში ჩადებული ინვესტიციას 25 მილიონ ევროზე მეტს უტოლდება.

ათწლეულზე მეტი ხნის წინ, Gebruder Weiss-მა დაინახა საქართველოში არსებული აუთვისებელი ეკონომიური პოტენციალი და ცენტრალური აზიის ქვეყნების გეოსტრატეგიული მნიშვნელობა, როდესაც 2012 წელს პირველად განახორციელა საქართველოში ინვესტირება. ამის შედეგად, კომპანიამ საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობის დაარსება გადაწყვიტა. მას შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან არსებული ლოგისტიკური ტერმინალი წარმოადგენს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის მზარდი ტვირთბრუნვის რეგიონულ ჰაბს კავკასიაში.

photo-2-1728474419.jpg

თავისუფალმა სავაჭრო შეთანხმებებმა ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან კიდევ უფრო გაზარდა ვაჭრობის დონე და საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყნად აქცია.

დღეს, ტექსტილის, საყოფაცხოვრებო ნივთების, მაღალი ტექნოლოგიებისა და ავტომობილების ინდუსტრიების მწარმოებლები სარგებლობენ Gebrüder Weiss-ის მომსახურებით, დაწყებული სახმელეთო და სარკინიგზო ტრანსპორტით, ასევე - საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებით, საბაჟო მომსახურებით და სასაწყობე ლოგისტიკით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, Gebrüder Weiss-ის საქართველოს ოფისმა დაამუშავა 130,000 გადაზიდვა, რომელთა წონამ დაახლოებით 470,000 ტონა შეადგინა.

photo-3-1728474431.jpg

Gebrüder Weiss-ის შესახებ

ლაუტერახში, ავსტრიაში მდებარე Gebrüder Weiss Holding AG გლობალურად მომუშავე სრული ლოგისტიკური სერვისების მომწოდებელი კომპანიაა. მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიის საკუთრებაში არსებულ 180 ლოკაციაზე დასაქმებულია 8 600 თანამშრომელი. 2023 წელს, კომპანიის შემოსავალმა 2,46 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიის პორტფოლიო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს, ციფრულ სერვისებსა და მიწოდების ჯაჭვის მართვას მოიცავს. ციფრული და ფიზიკური კომპეტენციების ერთობლიობა Gebrüder Weiss-ს საშუალებას აძლევს, მომხმარებლის საჭიროებებს სწრაფად და მოქნილად უპასუხოს.

ოჯახის მიერ მართულმა ორგანიზაციამ - რომელიც 500 წელზე მეტს ითვლის - გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების ფართო სპექტრი დანერგა. დღეისთვის, ის აგრეთვე მიჩნეულია პიონერად მდგრადი ბიზნესის პრაქტიკებში.

(R)