რუსეთის საზღვართან დაზიანებული გზის აღდგენა იგეგმება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 213-ე კმ-ში ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 541 962 ლარს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტების თანახმად, მიმწოდებელმა სამუშაოები წერილობითი დავალების მიღებიდან 6 თვის ვადაში უნდა განახორციელოს.

წინადადებების მიღება 15 ნოემბერს იწყება და 20 ნოემბერს დასრულდება.

მერი ტაბატაძე