მორიგი სიახლე ვოლტისგან - ვოლტმარკეტი უკვე ბათუმშია

მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი, ფინური კომპანია ვოლტი, მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს.

მრავალფეროვანი პროდუქტით და ხარისხით გამორჩეული ვოლტმარკეტი უკვე ბათუმშია.

2-3-1728477143.jpeg

40%-მდე ფასდაკლებები, უფასო მიტანა ერთი კვირის განმავლობაში და 24-საათიანი სერვისი - ამ შეთავაზებებით სარგებლობა მომხმარებელს ბათუმში დღეიდან შეუძლია.

3-3-1728477159.jpeg

ვოლტმარკეტში, ტრადიციულად, არაერთი სახეობის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ყოველდღიურად ახალი ხილ-ბოსტნეული, ბაკალეა, საოჯახო და ყოველდღიური გამოყენების ნივთები.

ეს მრავალფეროვნება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მარტივად და კომფორტულად შეიძინონ ყველაფერი, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდებათ, სახლიდან გაუსვლელად.

4-4-1728477199.jpeg

მომხმარებლისთვის მუდმივი სიახლეების შეთავაზება ვოლტისთვის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტად გრძელდება.

(R)