მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 75 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6.8 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციებს (GETC31725061) განათავსებს.