აგვისტოში თბილისში ბინის საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე 1 233 დოლარი შეადგინა - TBC Capital

„თიბისი კაპიტალი“ თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის აგვისტოს მონაცემებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, 2024 წლის აგვისტოში თბილისში სულ 3133 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით, 5%-ით ნაკლებია

ამავე ინფორმაციით, ბინის საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე 1 233 დოლარი შეადგინა. წლიურად ზრდა 6%-ია.

ქირავნობის ფასი შეადგენდა 11.5 დოლარი კვადრატულ მეტრზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით ნაკლებია.

ბაზრის ზომა 250 მილიონ დოლარად შეფასდა. აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 1%-ით არის შემციებული.

ნათია ზარიძე