მელინდა ფრენჩ გეითსის განცხადებით, ქალთა უფლებების ხელშეწყობის ფონდის გარდა, რომლისთვისაც ერთი მილიარდი დოლარი გამოყო, აფუძნებს 250 მილიონი დოლარის ბიუჯეტიან ფონდს, რომელიც ქალების ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად იქნება მიმართული.
ფონდი მისი ორგანიზაციის Pivotal Ventures-ის მეშვეობით იქმნება.
ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „ქალების ჯანმრთელობა არასაკმარისად იყო დაფინანსებული“ და რომ მამაკაცებსა და ქალებს შორის ჯანმრთელობის უთანასწორობა „არამარტო გავლენას ახდენს ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, არამედ, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ქალთა მომავალს“.
„აშკარაა, რომ ჩვენ უნდა გავწიოთ უფრო მეტი სამუშაო ქალთა ჯანმრთელობაში არსებული ბარიერების აღმოსაფხვრელად. კარგი ამბავი ის არის, რომ მთელს მსოფლიოში ბევრი ორგანიზაცია აკეთებს ამას. ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ, რომ მათ მიიპყრონ ის ყურადღება და დაფინანსება, რასაც იმსახურებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.მელინდა სთხოვს დაინტერესებულ ორგანიზაციებს დაფინანსების წილის მისაღებად, მათ მიმართონ. მელინდა გეითსი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გამოჩენილი ქველმოქმედი. ბილ გეითსთან განქორწინების შემდეგ, მან 12.5 მილიარდი დოლარი მიიღო და გააგრძელა ქველმოქმედება სხვადასხვა დარგში.
წყარო: cnn.com