ზუგდიდში, 69 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდში, 69 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

“გზის რეაბილიტაცია ქალაქის 70-მდე შიდა ქუჩაზე განხორციელდება. ამ ეტაპისთვის, ქალაქში დასრულებულია 25 გზის რეაბილიტაცია, დანარჩენ ქუჩებზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც მერმა, მამუკა წოწერიამ აღნიშნა, წლების განმავლობაში ეს იყო გამოწვევა მთელი ქალაქისთვის, რადგან წყალარინებისა და წყლის სისტემის პროექტის განხორციელებამ გამოიწვია გზების დაზიანება. ეს ტემპი ყოველწლიურად იქნება შენარჩუნებული მუნიციპალიტეტში.

პროექტი ქალაქის შიდა ქუჩებში არსებულ პრობლემებს მნიშვნელოვნად გადაჭრის. ეტაპობრივად მოხდება დარჩენილი ქუჩების კეთილმოწყობაც.

გზის რეაბილიტაციის თანხა 15 მილიონ ლარამდე მთავრობის განკარგულებით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.