მიმდინარე წლის l-llI კვარტლის მდგომარეობით, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 121,815 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +24.8%-ითაა გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იანვარი-სექტემბრის პერიოდში ყველაზე მეტი - 77,567 ვიზიტი საუდის არაბეთიდან დაფიქსირდა, რაც 2023 წლის მონაცემებს +21.8%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის ქუვეითი 23,415 ვიზიტით, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +48.1%-ია.