წელს საქართველოდან ელექტროენერგიის 83.3% თურქეთში გავიდა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 42%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 8 თვეში ქვეყნიდან 51.659 მლნ აშშ დოლარის ელ.ენერგია გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 88.481 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ელექტროენერგიის 83.3% თურქეთში, 11.3% კი სომხეთში გავიდა.

უფრო კონკრეტულად:

  • თურქეთი - 43.040 მლნ აშშ დოლარი
  • სომხეთი - 5.872 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 2.606 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 140.2 ათასი აშშ დოლარი

რაც შეეხება იმპორტს, წელს საანგარიშო პერიოდში 3.607 მლნ აშშ დოლარის ელექტროენერგია შემოვიდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 810.6 ათასი აშშ დოლარის.

ამასთან, წელს ელ. ენერგიის მთავარი იმპორტიორი აზერბაიჯანი იყო, საიდანაც 3.137 მლნ აშშ დოლარის (87%) იმპორტი განხორციელდა.

ნინი ქეთელაური