2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ქართულ ბანკებში რუსული რუბლით 84.3 მლნ ლარის დეპოზიტია განთავსებული - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.
საანგარიშო პერიოდში კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტით განთავსებული იყო 28.353 მლრდ ლარის დეპოზიტი. აქედან ყველაზე დიდი წილი, თითქმის 78% აშშ დოლარზე მოდის. შემდეგია ევრო, ფუნტი-სტერლინგი, რუსული რუბლი და შვეიცარიული ფრანკი.
2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ქართულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურა ასე გამოიყურება:
სებ-ის მონაცემებით, მთლიანად, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ბაზარზე მოქმედ კომერციულ ბანკებში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 56.12 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 464.14 მლნ ლარით, ანუ 0.83%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.15%-ით მეტი).