აშშ-ის ფლორიდის შტატში ქარიშხალ "მილტონის" შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. თუმცა, სამაშველო - სამძებრო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება.
ვრცელდება აპოკალიფსური კადრები - ქარიშხლის გამო, რომელმაც შტატში ტორნადო, წყალდიდობა და შტორმი გამოიწვია, დაახლოებით სამი მილიონი კერძო სახლი და სხვა დანიშნულების შენობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მეტი წყალდიდობაა მოსალოდნელი. ფლორიდაში მცხოვრებლებს აფრთხილებენ, არ ეწვიონ ქარიშხალ “მილტონის“ მიერ დაზარალებულ ტერიტორიებს.
განაგრძეთ კითხვა