Apple-მ ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის სტატუსი 12-ედ მიიღო - როგორია ათეული

Best Global Brands-ის რეიტინგის მიხედვით, რომელსაც ყოველწლიურად Interbrand Corp. ადგენს, Apple ზედიზედ მეთორმეტე წელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის სტატუსს ინარჩუნებს.

Interbrand ითვლის კომპანიების ფინანსურ მაჩვენებელს, ბრენდების გავლენას მომხმარებელთა შესყიდვის გადაწყვეტილებებზე და კომპანიების უნარს, გამოიმუშაონ შემოსავალი. მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ბრენდების ტოპ-100 25 წელია ქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ Apple-ის ღირებულება მიმდინარე წელს 3%-ით შემცირდა და ამ დროისთვის 488.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მეორე პოზიციაზეა Microsoft, რომლის ღირებულებამაც წლის განმავლობაში 11%-ით მოიმატა და ახლა 352.5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მესამე ადგილი Amazon-მა დაიკავა, რომლის ფასი 8%-ით გაიზარდა.

დღევანდელი მონაცემებით, ტოპ 100 ბრენდის ჯამური ღირებულება 3.4 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის ათეული კი გამოიყურება ასე:

  • Apple - 488.9 მლრდ დოლარი
  • Microsoft – 352.5 მლრდ დოლარი
  • Amazon – 298.1 მლრდ დოლარი
  • Google – 291.3 მლრდ დოლარი
  • Samsung – 100.8 მლრდ დოლარი
  • Toyota – 72.8 მლრდ დოლარი
  • Coca – cola – 61.2 მლრდ დოლარი
  • Mercedes – Benz – 58.9 მლრდ დოლარი
  • McDonalds – 53.0 მლრდ დოლარი
  • BMW – 52.0 მლრდ დოლარი

თეონა რამაზაშვილი