„დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზარი დღითიდღე უფრო კონკურენტული ხდება“,- ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია საუბარი.
მათივე ცნობით, ერთ-ერთ ძირითადი მოთხოვნაა 1000+ მ² საოფისე ფართებზეა, თუმცა, ბიზნეს ცენტრებში, ერთ სართულზე მსგავსი სივრცეების მოძიება საკმაოდ რთულია, რადგან მათი რაოდენობა შეზღუდულია.
რაც შეეხება ფასებს, „ქოლიერსის“ მიხედვით, ბიზნეს ცენტრებში დიდი ფართების საიჯარო განაკვეთი 1 კვ.მ-ზე 15-დან 20 აშშ დოლარამდე მერყეობს.
„ერთ-ერთ ძირითადი მოთხოვნაა 1000+ მ² საოფისე ფართების მოძიება ბიზნეს ცენტრებში, ასევე კომპანიები უპირატესებას ანიჭებენ სივრცის ერთ სართულზე განთავსებას, რაც უკეთეს კოორდინაციასა და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს. თუმცა, ამგვარი ფართების მოძიება საკმაოდ რთულია, რადგან ბიზნეს ცენტრებისა და მათში არსებული დიდი საოფისე ფართების რაოდენობა შეზღუდულია.
ბიზნეს ცენტრებში დიდი ფართების საიჯარო განაკვეთი მერყეობს 15-დან 20 აშშ დოლარამდე ერთ კვადრატულ მეტრზე. ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია როგორც ლოკაციაზე, ასევე თავად ბიზნეს ცენტრის ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს კონკურენციას მაღალი ხარისხის საოფისე სივრცეებისთვის“,- ნათქვამია კვლევაში.
მათი განმარტებით, მოთხოვნის ძირითადი წყარო საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი კომპანიებია, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ბიზნესის გაფართოებას, კლასისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.