ყაზახეთის საფონდო ბირჟამ მოსკოვის ბირჟასთან თანამშრომლობა შეწყვიტა

ყაზახეთის საფონდო ბირჟამ (KASE) მოსკოვის ბირჟასთან (MOEX) შეწყვიტა თანამშრომლობა. მოსკოვის სავაჭრო პლატფორმამ ასევე დატოვა KASE-ის აქციონერების სია, სადაც ის აქციების 13.1%-ს ფლობდა.

მოსკოვის ბირჟის აქციონერთა სიიდან გასვლის შესახებ ნათქვამია KASE ვებსაიტზე გავრცელებულ პრესრელიზში.

აქციების 8.5% შპს „ტეტის კაპიტალს“, 4.6% შპს „ბალანს ესეტ მენეჯმენტს“ ერგო. ახლა ყაზახეთის საფონდო ბირჟას 97 აქციონერი ჰყავს, მთავარ აქციონერად რჩება ყაზახეთის ეროვნული ბანკი (47%).

ივნისში შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა მოსკოვის ბირჟის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. KASE-მა შემდგომში სავაჭრო პლატფორმასთან მოლაპარაკებების გეგმები გამოაცხადა, მისი აქციების შესყიდვის ან მათი გაყიდვის შესახებ.

ნათია ზარიძე