როდის გაიხსნება და რა ობიექტები განთავსდება ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდება. ტექნოლოგიური ჰაბი სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოეწყობა ინტერაქციული - სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები.

ჰაბში ასევე განთავსდება VR/AR Gaming ლაბორატორია, შეხვედრების და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT სპეციალისტებისთვის.

შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

ნათია ზარიძე