ეროვნული ვალუტისთვის მიმდინარე კვირა პოზიტიური იყო. მართალია ლარმა კვირა გაუფასურებით დაიწყო, მაგრამ მომდევნო დღეებში, ეროვნული ბანკის დროული ინტერვენციის შედეგად, კურსმა სტაბილურობა შეინარჩუნა და როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გამყარება დაფიქსირდა.
7 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7451 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7354 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.97 თეთრით გაუფასურდა.
ევროს კურსმა 3.0106 ლარი შეადგინა. მანამდე მოქმედი კურსი 3.0177 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0.71 ლარი იყო.
8 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა $48 მილიონი გაყიდა, რის შედეგადაც დოლარის გაცვლითი კურსი 2.7230 გახდა. ამ ინტერვენციის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 2.21 თეთრით გამყარდა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებითაც, მკვეთრად 1.97 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.9909 ლარი შეადგინა.
9 ოქტომბერს ლარი დოლართან მიმართებით 0.27 თეთრით გაუფასურდა და გაცვლითი კურსი 2.7257 ლარი გახდა.
ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა ევროსთან, რომლის კურსიც 2.9885 ლარზე დადგინდა. კურსის ცვლილება 0.24 თეთრი იყო.
10 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7255 ლარი გახდა. კურსის ცვლილება, უმნიშვნელო, 0.02 თეთრი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9803 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 0.82 თეთრით გამყარდა.
11 ოქტომბერს, კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა. 0.08 თეთრით ცვლილების შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7263 ლარი გახდა.
კურსი ასევე უმნიშვნელოდ შეიცვალა ევროსთანაც, 0.01 თეთრით გაუფასურების შედეგად 1 ევროს ღირებულებამ 2.9804 ლარი შეადგინა.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში, ლარი დოლართან მიმართებით 0.91 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი 3.73 თეთრით გამყარდა.