ტოპ-5 ქვეყანა, სადაც საშუალო ფენის წლიური შემოსავალი ყველაზე მაღალი/დაბალია

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) თანახმად, ბოლო წლებში, მაღალმა ინფლაციამ და მშპ-ს შენელებულმა ზრდამ გლობალურ დონეზე ხელფასის ზრდის ვარდნა გამოიწვია.

Numbeo-მ დაითვალა, რამდენია საშუალო ფენის წარმომადგენლის წლიური საშუალო შემოსავალი.

ტოპ-5 ქვეყანას, სადაც წლიური შემოსავალი ყველაზე დაბალია:

ინდონეზია - 3 978 დოლარი

ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სიღარიბის შემცირების მიზნით, ინდონეზიის მთავრობამ გასულ წელს რეგიონული მინიმალური ხელფასი 10%-ით გაზარდა. თუმცა, მაჩვენებლები კვლავ უკიდურესად დაბალია.

კენია - 4 287 დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მინიმალური ხელფასის შედარებით მაღალი ზღვარი დააწესა, კენია რჩება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნად.

გასულ წელს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულმა ვითარებამ გამოიწვია საპროტესტო გამოსვლები. არეულობის დროს სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დააკავეს.

ვიეტნამი - 5 532 დოლარი

გასულ წელს ვიეტნამის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2024 წელს ქვეყნის მინიმალურ ხელფასს 6%-ით გაზრდის.

თუმცა ქვეყნის საშუალო წლიური ხელფასი 5 000 დოლარზე მეტი იქნება.

რუსეთი - 6 572 დოლარი

რუსეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც ამ მხრივ უთანასწორობა სუფევს. ოლიგარქებისა და მილიარდერების ფონზე, საშუალო ფენის წლიური შემოსავალი დაახლოებით 600 დოლარია.

ინდოეთი- 7 513 დოლარი

Oxfam-ის მონაცემებით, გაღარიბებული ინდოელების რიცხვი 2018 წელს 190 მილიონიდან 2022 წელს 350 მილიონამდე გაიზარდა. ინფლაციამ 2023 წლის დეკემბერში 5,69%-ს მიაღწია. თუმცა, ნელ-ნელა ვითარება სტაბილურდება.

ტოპ-5 ქვეყანას, სადაც წლიური შემოსავალი ყველაზე მაღალია:

შვეიცარია - 83 954 დოლარი

შვეიცარია ამაყობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასით. როგორც Numbeo იუწყება, მდიდარი ქვეყანა ასევე არის პლანეტის მეორე ყველაზე მაღალი საარსებო ხარჯების სახლი ბერმუდის შემდეგ. შვეიცარიული კავშირის Unia-ს თანახმად, რამდენიმე სხვადასხვა სექტორში ანაზღაურება გაიზარდა.

ლუქსემბურგი - 69 672 დოლარი

ლუქსემბურგი ამაყობს მეორე ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასით მსოფლიოში. ამ მდიდარ ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება განსაკუთრებით მაღალია, მაგრამ შემოსავალიც ღირსეულია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2020 წლის გადაწყვეტილებით, ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა. ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა თითქმის ორი მესამედი კმაყოფილია მათი მთავრობის მიერ შემოღებული ტარიფებით.

აშშ - 54 350 დოლარი

შეერთებულ შტატებში მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული დიდია. თუმცა, პანდემიის შემდეგ, ამერიკაში არსებული შემოსავლების უთანასწორობა შემცირდა. 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის დეკემბრამდე, ამერიკაში რეალური საშუალო საათობრივი ანაზღაურება გაიზარდა.

სინგაპური - 53 802 დოლარი

სინგაპურში ცხოვრების ხარჯები ზედმეტად მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო ხელფასი მდიდარ ქალაქ-სახელმწიფოში არც ისეთი ეფექტურია. The Business Times -ის ინფორმაციით, მომავალ წელს სინგაპურის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია.

არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 40 609 დოლარი

არაბთა გაერთიანებული საამიროებში (UAE) დასაქმებულთა უმრავლესობა ემიგრანტია,, თუმცა წლიური საშუალო ხელფასის მაჩვენებელი აქ შედარებით მაღალია. ამასთან, არაბეთის გაერთიანებული საემიროები განიხილავს მინიმალური ხელფასის დანერგვას. შემუშავდება რეგულაცია, რომელიც დააჯარიმებს არაკეთილსინდისიერ დამსაქმებელს.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი