როგორ ისჯება პირი გარემოს დაბინძურებისა და ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნისთვის

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მნიშვნელოვან გარემოსდაცვით ბერკეტებს შეიცავს. მეათე კარი აღწერს დანაშაულს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ.

მოცემული პუნქტებით სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულია როგორც ჯარიმები, ისე თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებაც.

მუხლი 287. სამუშაოს წარმოებისას გარემოს დაცვის წესის დარღვევა სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სამეცნიერო ან სხვა ობიექტის დაპროექტების, განლაგების, რეკონსტრუქციის, მშენებლობის, საექსპლუატაციოდ გადაცემის ან ექსპლუატაციის დროს

გარემოს დაცვის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია რადიაციული ფონის არსებითი გაუარესება, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მუხლი 295. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება

1. მავნე ნივთიერების ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის ანდა გამწმენდი დანადგარის,ნაგებობის ან სხვა ობიექტის ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

მუხლი 303. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა

1. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 მუხლის პირველი ნაწილით, 642 მუხლის მე-3 ნაწილით, 66-ე მუხლის მე-2ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 1511 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ან ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,–ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.მოქალაქეებს გარემოსდაცვით ბერკეტებს სთავაზობს სისხლის სამართლის კოდექსიც. მეათე კარი აღწერს დანაშაულს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურებს აქვთ ვალდებულება, მიიღონ ინფორმაცია მოქალაქეებისგან სხვადასხვა პრობლემის შესახებ, მიუხედავად იმისა, შედის თუ არა მათ კომპეტენციაში აღნიშნული პრობლემის გამოსწორება.მოქალაქეების გზამკვლევი გარემოსდაცვით სამართალში ნაწილი II.

3. საქართველოს ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ –ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, - ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ნათია ზარიძე