ირლანდიური ბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair 2025 წლის ზაფხულში გერმანიაში ფრენებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამის შესახებ Daily Express, Ryanair-ის აღმასრულებელ დირექტორ ედი უილსონზე დაყრდნობით იუწყება.
ამავე ცნობით, შემცირება გამოწვეულია მაღალი საოპერაციო ხარჯებით, კერძოდ, ადგილობრივ აეროპორტებში სხვადასხვა გადასახადებისა და მოსაკრებლების ზრდით.
კერძოდ, ავიაკომპანია აღარ იფრენს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა დორტმუნდი, დრეზდენი და ლაიფციგი, ასევე შეამცირებს ფრენების რაოდენობას ჰამბურგის მიმართულებით 60%-ით და ბერლინის მიმართულებით 20%-ით.
უილსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიამ მხოლოდ პანდემიამდელი საჰაერო მიმოსვლის 82% აღადგინა, რაც ევროპაში აღდგენის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.