„გასახდომი ჩაი“ და „ბრიტანეთის MI5-ის აგენტი“ - რა სქემებით გამოიმუშავეს მილიონები ცნობილმა თაღლითებმა

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი დოკუმენტური ფილმი შეიქმნა თაღლითების ცხოვრების წესზე, მათი მხრიდან სიმდიდრის მოპოვებასა და სამართალდამცველებთან პრობლემებზე. წარმოგიდგენთ ცნობილ თაღლითებს, რომლებმაც ამ გზით სიმდიდრის მოპოვება შეძლეს, თუმცა მათთვის საბოლოოდ ყველაფერი ცუდად დასრულდა.

პიტერ ფოსტერი

ავსტრალიელმა თაღლითმა პიტერ ფოსტერმა თავს "საერთაშორისო ბოროტმოქმედი“ უწოდა. მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უფრო სერიოზულია, ვიდრე მეტსახელი. 1983 წელს 20 წლის ფოსტერი სადაზღვევო თაღლითობისთვის დაჯარიმდა, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ საქმე მრავალ ქვეყანაში აღიძრა.

ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და ვანუატუმ მას თაღლითობაში დასდო ბრალი. როგორც აღმოჩნდა, 80-იანი წლების ბოლოს ფოსტერმა გაყიდა „გასახდომი ჩაი" როგორც „ძველი ჩინური დიეტის საიდუმლო". მან ჩაის პოპულარიზაციისთვის დაიქირავა ბრიტანელი გლამურული მოდელი სამანტა ფოქსი და აღიარა, რომ ამით „მილიონები გამოიმუშავა".

როდესაც მარეგულირებლებმა სასმელი შეამოწმეს, აღმოაჩინეს, რომ ის სხვა საიდუმლოს მალავდა: ეს იყო სტანდარტული შავი ჩაი, რომელსაც ფოსტერი უზარმაზარ ფასნამატით ყიდდა.1988 წელს ის 5000 ფუნტით დააჯარიმეს, რაც დღეს 20000 ათას დოლარზე მეტის ეკვივალენტია. მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა მას, პრაქტიკა ამერიკაში გაეგრძელებინა, სახელწოდებით Chow Low Tea. სიმართლე ისევ გაირკვა და ფოსტერი დააჯარიმეს. მას ლოს ანჯელესის ციხეში 4-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში გაირკვა, რომ ბრალდებული ატყუებდა ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ტონის მეუღლეს - ჩერი ბლერს. ფოსტერი თითქმის 40 წლის განმავლობაში ატყუებდა ხალხს, თითქმის ნახევარ დედამიწაზე. 2003 წელს ავსტრალიურმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფოსტერმა გამოიმუშავა დაახლოებით 5 მილიონი დოლარი მოტყუებული ხალხის ხარჯზე. ოთხი წლის შემდეგ იგი დააკავეს ვანუატუში ნავით არალეგალურად შესვლისთვის.

რობერტ ჰენდი-ფრიგარდი

ამ სიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თაღლითობა განახორციელა ყოფილმა ბარმენმა, რობერტ ჰენდი-ფრიგარდმა, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ გაერთიანებული სამეფოს MI5-ის აგენტი იყო. „თოჯინების ოსტატის" სახელით ცნობილმა ჰენდი-ფრიგარდმა დაახლოებით 1.3 მილიონი დოლარი მოპარა შვიდზე მეტ მსხვერპლს, ძირითადად ქალებს. გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების სამსახურში MI5-ში ხალხის რეკრუტირებით ან იმის მტკიცებით, რომ ტერორისტები მათ დევნიდნენ, ის მანიპულირებდა მსხვერპლზე, რათა დაეტოვებინათ ოჯახები და ჩაებარებინათ ერთგულების დამადასტურებელი ექსტრემალური ტესტები, რაც შეიცავდა ცემას და პოლიციისთვის მოტყუებას.

ჰენდი-ფრიგარდმა, ასევე ცნობილმა როგორც რობერტ ფრიგარდი - ერთ- ერთი მისი მსხვერპლი ქალი, მარია ჰენდი დაარწმუნა რომ მასთან ერთად გაქცეულიყო, რადგან ტერორისტები დევნიდნენ. მან მსხვერპლებს „მოწმეების დაცვისთვის“ 875 000 დოლარი გამოსძალა. ფრიგარდმა ეს ფული გამოიყენა ძვირადღირებული ცხოვრებისთვის. ყიდულობდა Rolex-ის საათებს, მანქანებს და მოგზაურობდა ევროპაში. საბოლოოდ, ჰენდი-ფრიგარდი 2003 წელს დაიჭირეს. მას 2005 წელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ სასჯელი შეუმცირდა და 2009 წელს გაათავისუფლეს. 2012 წელს სახელით დევიდ ჰენდი, გაიცნო ორი შვილის დედა სანდრა კლიფტონი. ორი წლის შემდეგ წყვილი გაუჩინარდა. პოლიციამ თაღლითი ბელგიაში 2022 წელს კიდევ ერთხელ დააკავა.

კრისტოფ როკანკური

ფრანგმა, რომელიც თავს სარბოლო მანქანის მძღოლს უწოდებდა, აღიარა, რომ მოატყუა ბიზნესმენი და გამოსძალა 100 000 დოლარი. 2003 წელს როკანკური, რომელიც ასევე აცხადებდა, რომ სოფია ლორენის ვაჟი იყო - დააპატიმრეს ოთხი წლით. როკანკური ცნობილი გახდა, როგორც „ვარსკვლავური მზაკვარი". მასზე წიგნიც კი დაიწერა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი