ინდოეთმა მკვეთრად გაზარდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სანქცირებული ტექნოლოგიების ექსპორტი რუსეთში

ინდოეთმა მკვეთრად გაზარდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სანქცირებული ტექნოლოგიების ექსპორტი რუსეთში. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

გამოცემა წერს, რომ ინდოეთი არის რუსეთის ფედერაციის სანქციებით შეზღუდული ტექნოლოგიების მეორე მიმწოდებელი ჩინეთის შემდეგ, რის შესახებაც ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა Bloomberg-ს ანონიმურობის პირობით განუცხადეს.

ინდოეთის შეზღუდული საქონლის - მიკროჩიპების, ჩიპების და ჩარხების ექსპორტმა აპრილსა და მაისში 60 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც მიმდინარე წლის წინა თვეების დონესთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია. ივლისში კი ექსპორტმა 95 მილიონი დოლარი შეადგინა.

ნათია ზარიძე