საქართველოში მიმდინარე წლის 9 თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ინდოეთის მოქალაქეების ვიზიტები 47.6%-ით გაიზარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, გასულ წელს საანგარიშო პერიოდში საქართველოს ინდოეთის 59 258 მოქალაქე ესტუმრა.
მიმდინარე წლის იმავე პერიოდში საქართველოში ინდოელი ტურისტების რაოდენობა 28 233-ით გაიზარდა და 87 491 ვიზიტი შეადგინა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებულმა ვიზიტებმა 5.79 მილიონს გადააჭარბა, რაც წლიურად 4.1%-იან ზრდას აჩვენებს.
აღნიშნული ვიზიტებიდან 750 ათასზე მეტი არატურისტული მიზნით, 5 მილიონზე მეტი კი ტურისტული მიზნით განხორციელდა.