„სასტუმრო ბუნებაში" - როგორც გამოიყურება მსოფლიოს საუკეთესო ახალი ცათამბჯენი

სინგაპურის ცათამბჯენი მაღალი შენობებისა და ურბანული ჰაბიტატის საბჭოს მიერ (CTBUH), ახლახანს მსოფლიოშ საუკეთესო მაღალ შენობად დასახელდა.

Pan Pacific Orchard-მა მიიღო ჯილდო ნომინაციაში „ინოვაციური მიდგომა მაღალი სიმკვრივის ურბანიზაციისთვის“.

1-1728798666.jpg

კოშკს უწოდეს „სასტუმრო ბუნებაში", სადაც საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა ოსტატურად არის შერწყმული გამწვანებულ საფართან.

461 ფუტის სიმაღლის შენობაში საოცრად საინტერესო და მიმზიდველი გარემო იქმნება.

2-1728798693.jpg

უნიკალური დიზაინი მოიცავს L- ფორმის არქიტექტურას. ცათამბჯენი ოთხ განსხვავებულ ნაწილად არის აგებული. იქვეა ურბანული ბაღები და გამწვანება.

3-1728798722.jpg

ოთხივე ტერასაზე სინგაპურის ტროპიკული გარემო დაგხვდებათ. ტყეები, პლაჟები, ბაღები და სხვა.

4-1728798745.jpg

„იმის ნაცვლად, რომ მიხვიდეთ პოდიუმზე - ინტერნალიზებულ სივრცეში, ან ოთახებისა და გადასასვლელების ლაბირინთში - თქვენ შედიხართ ტყის სივრცეში“, - აცხადებს არქიტექტორი.

ტერასაზე არის აუზი, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით. "ბაღის ტერასა" გთავაზობთ სასეირნო ბილიკებს.

სასტუმროს 347 ნომერი, 400-ადგილიანი სამეჯლისო დარბაზი, ორი რესტორანი და მზის პანელების სახურავი აქვს.

5-1728798766.jpg

ცათამბჯენი WOHA-მ დააპროექტა.

2002 წელს დაარსებული CTBUH Awards აღიარებს საუკეთესო მაღალსართულიან შენობებს და მათ არქიტექტორებს. მსოფლიოში საუკეთესო მაღალი შენობის პრიზის სხვა გამარჯვებულები არიან: One Vanderbilt Avenue - ნიუ იორკში და ავსტრალიის Quay Quarter Tower.

წყარო: cnn.com

თეონა რამაზაშვილი