2024 წლის სექტემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 178 ლარი შეადგინა - კვლევას PMCG აქვეყნებს.
ამავე მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 291 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი 110 ლარი იყო.
„5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა სექტემბერში 547 ლარი შეადგინა. თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 721 ლარი შეადგინა, გურიაში - 661 ლარი, კახეთში - 649 ლარი, ხოლო აჭარაში - 476 ლარი“, - აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.