ოქროს უნიტაზი, „ფაბერჟეს“ კვერცხი და სხვა საგანძური, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლება

ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ მილიარდობით ღირებულების საგანძური დღემდე დაკარგულია.

მათზე ნადირობა კონკრეტულ პირებს გამცხადებული აქვთ, თუმცა იშვიათად თუ ხდება ცნობილი მნიშვნელოვანი ისტორიული აღმოჩენის შესახებ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ და უძვირფასეს ნივთს, რომელიც ამ დრომდე დაკარგულია და არავინ იცის, ვის გაუმართლებს:

7-1728822907.jpg

ბლენჰეიმის სასახლის ოქროს ტუალეტი

აბაზანის ხელოვნების ნიმუში, სახელწოდებით “ამერიკა“, შეიქმნა იტალიელი მხატვრის მაურიციო კატელანის მიერ და გამოფენილი იყო ინგლისში, ბლენჰაიმის სასახლეში.

ის 2019 წლის სექტემბერში მოიპარეს.

თავდაპირველად ბევრს ეგონა, რომ ქურდობა იყო მხატვრის მიერ დადგმული ხუმრობა, მაგრამ მალე გაირკვა რომ ეს ყველაფერი მწარე რეალობა იყო.

ქურდის მპოვნელს ჯილდოს სახით 131 ათასი დოლარი შესთავაზეს.

5.8 მილიონ დოლარად შეფასებული ოქროს უნიტაზი ამ დრომდე დაკარგულია.

8-1728822892.jpg

კუნძულზე გაუჩინარებული საგანძური

როგორც ამბობენ, ეს ზღაპრული საგანძური, დამარხულია ოუკის კუნძულზე, კანადაში.

მას შემდეგ ადგილზე რამდენიმე ძვირფასი ყელსაბამი იპოვეს, თუმცა თუ თეორიებს დავუჯერებთ, ოქროს მონეტებით, სამკაულებით და სხვა ძვირფასეულობით სავსე ყუთი ისევ რჩება კუნძულზე.

9-1728822878.jpg

სამეფო “ფაბერჟეს“ კვერცხები

მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთის საიმპერატორო ოჯახისთვის დამზადებული 50 უძვირფასესი “ფაბერჟეს“ კვერცხიდან, 7 ჯერ კიდევ დაკარგულია.

ესენია: 1888 წლის Cherub with Chariot, 1889 წლის Necessaire, 1903 წლის Royal Danish და სხვა ნამუშევრები.

თითოეული კვერცხის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი დოლარია.

99-1728822865.jpg

ირლანდიის სამეფო სამკაულები

ირლანდიური სამეფო სამკაულები 1907 წელს, დუბლინის ციხესიმაგრის სეიფიდან მოიპარეს.

ითვლება, რომ ძვირფასეულობა დამარხულია ვიკლოუს მთებში. მათი მოძებნა მეტალოდეტექტორებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ და ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

999-1728822849.jpg

ვან ეიკის მოსამართლეების კოლეგია

ჰუბერტისა და იან ვან ეიკის „მისტიური კრავის თაყვანისცემა“ აღწერილია, როგორც „ყველა დროის ყველაზე მოპარული ნამუშევარი“, მას შემდეგ, რაც მე-15 საუკუნეში, მისი შექმნის შემდეგ რამდენჯერმე გაუჩინარდა.

პანელი, რომელიც ასახავს ე.წ. სამართლიან მსაჯულებს, 1934 წლის აპრილში წმინდა ბავოს საკათედრო ტაძრიდან მოიპარეს და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

დანარჩენი 11 პანელი ბელგიის საკათედრო ტაძარში დაბრუნდა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი