მსოფლიოს მასშტაბით უძრავი ქონების ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამაზე მიუთითებს Numbeo-ს სტატისტიკაც, სადაც მიმოხილულია ბინების ფასები 276 ქალაქის ცენტრში. განახლებული რეიტინგის მიხედვით, ერთი კვ.მ-ის შეძენა ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში ჯდება და საშუალო ფასი 27 458 დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ შესწავლილი ქალაქებიდან საცხოვრებელი ბინის 1 კვ.მ-ის ყველაზე იაფად შეძენა ალექსანდრიაშია შესაძლებელი. ამ შემთხვევაში საშუალო ფასი 423 დოლარით განისაზღვრა.
5 ქალაქი, სადაც საცხოვრებელი ბინები ქალაქის ცენტრში ყველაზე ძვირი ღირს, ასე გამოყურება:
ამავე მონაცემებით, საცხოვრებელი ბინები ცენტრში ყველაზე იაფი შემდეგ 5 ქალაქშია:
რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში თბილისი და ბათუმი მოხვდა. მონაცემების მიხედვით, თბილისის ცენტრში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 2 032 დოლარს, ხოლო ბათუმში 1 247 დოლარს შეადგენს. რეიტინგში თბილისმა 210-ე, ხოლო ბათუმმა 252-ე ადგილი დაიკავა.
ამასთანავე, რეგიონში ყველაზე ძვირი საცხოვრებელი ბინის შეძენა მოსკოვში ჯდება. რეიტინგის თანახმად, მოსკოვის ცენტრში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 6 042 დოლარით (76-ე ადგილი) არის განსაზღვრული. მოსკოვს მოსდევს ერევანი (132-ე ადგილი), სადაც ბინის საშუალო ფასი 3 612 დოლარს აჭარბებს.
საქართველოზე ძვირია საცხოვრებელი ბინები სტამბულის ცენტრში, ანკარას შემთხვევაში კი ფასი თბილისთან შედარებით დაბალია. უფრო კონკრეტულად, სტამბულში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 3 288 დოლარს (145-ე ადგილი), ანკარაში (244-ე ადგილი) კი 1 546 დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონის ქვეყნების დედაქალაქებს შორის ყველაზე დაბალი ფასი აზერბაიჯანს აქვს. კერძოდ, მონაცემების მიხედვით, ბაქოს ცენტრში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის ფასი 1 956 დოლარით განისაზღვრა, რითაც რეიტინგში 216-ე ადგილი დაიკავა.