Nvidia-მ საბაზრო ღირებულებით Microsoft-ს აჯობა - რომელია Top-10 ძვირადღირებული კომპანია

გრაფიკული პროცესორების მწარმოებელმა ამერიკულმა მწარმოებელმა Nvidia Corp.-მა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალში მეორე ადგილი დაიკავა და კაპიტალიზაციით Microsoft Corp.-ს აჯობა.

ორშაბათს Nvidia-ს აქციები 2.43%-ით გაიზარდა და ერთეულზე 138 დოლარი შეადგინა. companiesmarketcap-ის მიხედვით, კომპანიის საბაზრო ღირებულება ამ დროისთვის 3.386 ტრილიონ დოლარია, ხოლო Microsoft-ის - 3.115 ტრილიონი. პირველი საპატიო ადგილს - 3.516 ტრილიონი დოლარის ღირებულებით კი Apple იკავებს.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან Nvidia-ს აქციების ფასი 2,8-ჯერ გაიზარდა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პოპულარობისა და ახალი Blackwell-ის ჩიპების გაყიდვის მაღალი მოლოდინების შედეგად.

გთავაზობთ, მსოფლიოს Top-10 ძვირადღირებული კომპანიას:

  • Apple - 3.516 ტრილიონი დოლარი
  • Nvidia - 3.386 ტრილიონი დოლარი
  • Microsoft Corp - 3.115 ტრილიონი დოლარი
  • Alphabet (Google) - 2.038 ტრილიონი დოლარი
  • Amazon - 1.981 ტრილიონი დოლარი
  • Saudi Aramco - 1.753 ტრილიონი დოლარი
  • Meta Platforms (Facebook) - 1.492 მილიარდი დოლარი
  • TSMC - 996.81 მილიარდი დოლარი
  • Berkshire Hathaway - 988.52 მილიარდი დოლარი
  • Broadcom - 851.49 მილიარდი დოლარი

companiesmarketcap-ის მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოს 10 061 მსხვილი კომპანიის საბაზრო ღირებულება 114.164 ტრილიონ დოლარს შეადგენს.