საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2024 წლის სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 10.6%-ით შემცირდა და 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2.6%-ით შემცირდა (-126.1 მლნ აშშ დოლარი). ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მათივე შეფასებით, რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ოქტომბერს).
ამასთან, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 12.8%-ს შეადგენს.