2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16.779 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.7 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 4.786 მლრდ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 4.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11.992 მლრდ. აშშ დოლარი (გაიზარდა 3.6 პროცენტით).
ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 7.205 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9 პროცენტია.