2023 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 971.9 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქედან 41.5 % სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 12.5 % – ქონების დაზღვევაზე, 9.0 % – სიცოცხლის დაზღვევაზე, 7.4 % – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4 % – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28.2 %) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.
ამასთან, 2023 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 645.9 მლნ ლარით განისაზღვრა, რომლის 49.5 % სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 7.3 % – ქონების დაზღვევაზე, 5.0 % – სიცოცხლის დაზღვევაზე, 4.4 % – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0.1 % – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (33.7%) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.
უფრო კონკრეტულად, სადაზღვევო კომპანიების მიერ 2023 წელს გამომუშავებული პრემია და დამდგარი სადაზღვევო ზარალი, დაზღვევის სახეობების მიხედვით, ასე გამოიყურება: