Wizz Air-მა გადაწყვიტა ისრაელში ფრენა მინიმუმ იანვრის შუა რიცხვებამდე არ აღადგინოს

უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა, რომელმაც ადრე შეაჩერა ფრენები თელ-ავივის მიმართულებით, მორატორიუმი სამი თვით, 14 იანვრამდე გაახანგრძლივა.

„რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, Wizz Air დროებით აჩერებს ფრენებს თელ-ავივის მიმართულებით და უკან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Wizz Air-ის ცნობით, დაზარალებულ მგზავრებს კომპენსაციას სთავაზობენ, ბილეთების თანხის დაბრუნების სახით, ასევე ფრენების მიმართულების უფასოდ შეცვლას.

ნათია ზარიძე