„300-დან 1000%-ზე მეტია ფასნამატი - საკმაოდ მოთხოვნად მედიკამენტებზეა საუბარი“

„რიგ მედიკამენტებზე ფასნამატი 300-დან 1000%-ზე მეტია,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააგენტო ამჟამად ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვით არის დაკავებული.

როგორც ლექვინაძემ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, მოკვლევის დასრულების ვადა ჯერ უცნობია, თუმცა, შედეგები საკმაოდ საინტერერო იქნება.

„ფარმაციაზე აქტიიურად ვმუშაობთ. 8 კომპანიაა, რომლებიც 14 მედიკამენტის ბაზარზე ოპერირებენ და არიან დომინანტები. მათი ფასნამატი 300-დან 1000%-ზე მეტია. საკმაოდ მოთხოვნად მედიკამენტებზეა საუბარი.

ამჟამად ვაფასებთ, რამდენად დასაბუთებულია ეს ფანამატი. შედეგები იქნება ძალიან საინტერესო, თუმცა ზუსტად როდის იქნება მზად, ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით,“ - განაცხადა ლექვინაძემ.

ეკა დარჩიაშვილი