წელს, იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 25%-ით გაიზარდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში სამუშაოზე უსაფრთხოების წესების დარღვევის 94 ფაქტია რეგისტრირებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 74.
უფრო კონკრეტულად:
ამასთან, აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით 3 765 ინსპექტირება ჩატარდა. აქედან, ნორმების დარღვევისთვის 1500-ზე მეტ შემთხვევაში გაიცა გაფრთხილება, 361 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა, 643 შემთხვევაში კი - ჯარიმა დაიწერა.