უკრაინაში მზესუმზირის ფასები გასულ კვირას მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2021 წლის მაისის ბოლოდან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო, APK-Inform იუწყება.
მონიტორინგის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში მზესუმზირის შესასყიდი ოფიციალური ფასი ტონაზე 22,500-24,500 გრივნას შეადგენდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, გადამამუშავებელი კომპანიებისთვის ზეთოვანი კულტურების მიწოდება ოდნავ გაიზარდა, თუმცა მაინც არასაკმარისია. ამდენად, მათ, ვისაც ზეთზე სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად მარაგის სასწრაფო შევსება სჭირდებოდა, ფასი, წინა კვირასთან შედარებით, უფრო აქტიურად, ტონაზე 1,000 გრივნამდე გაზარდა და მზად იყო, დიდ მოცულობაში ზედმეტი გადაეხადა.
ნედლეულის გაძვირებას ჯერჯერობით საექსპორტო მზესუმზირის ზეთის ღირებულების ზრდა უწყობს ხელს. თუმცა სულ უფრო მეტი გადამამუშავებელი საწარმო აცხადებს, რომ გადამუშავების მომგებიანობა დაბალია ან, თითქმის, არ არსებობს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ