ზვიად ძიძიგური: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა იყოს ფინანსისტი და არა სანტექნიკოსი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა იყოს ფინანსისტი და არა სანტექნიკოსი, - განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

ძიძიგურის თქმით, უმრავლესობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დაკავშირებით საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა.  "უმრავლესობაში ჩვენ ამაზე არ გვიმსჯელია, თუმცა საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ეროვნული ბანკის სექტორი უნდა იყოს უფრო კარგი, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სავალუტო რყევებს ჰქონდეს ნაკლები შესაძლებლობა. უმრავლესობამ ამ თემებზე იმსჯელა და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც შემოიტანა. ბანკის პრეზიდენტი კვალიფიციური და პროფესიონალი უნდა იყოს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა იყოს ფინანსისტი და არა სანტექნიკოსი. მან ძალიან ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს", - განაცხადა ძიძიგურმა.