კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოს რკინიგზას 25-26 ოქტომბერს, დამატებითი რეისების დანიშვნისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ამ ეტაპისთვის 25-26 ოქტომბრისთვის ბილეთები ხელმისაწვდომი არ არის.
„გამარჯვებამდე 10 დღე დარჩა, მანამდე მინდა გავაფრთხილო ერთი დინოზავრი კომპანია - „საქართველოს რკინიგზა“. მატარებლით სარგებლობა 26 ოქტომბერს სახლში წასასვლელად დასჭირდება ყველას და ამ ეტაპზე არც 25 ოქტომბრის და არც 26-ის ბილეთები ხელმისაწვდომი არ არის. „საქართველოს რკინიგზამ“ ვერ დააყენა wife, რომ 5 საათი გამომწყვდეული არ იყო იმ ვაგონში. კეთილი ინებოს რკინიგზამ და დაამატოს ბილეთები იმისთვის, რომ ყველამ კონსტიტუციური უფლება განვახორციელოთ, წავიდეთ სახლში და არჩევნებზე ხმა მივცეთ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.