ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ბოლნისში, არსენ იყალთოელის ქუჩის დასრულებული სამუშაოები მოინახულა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტით 2 800 კვადრატული მეტრის გზა მოიკირწყლა. ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი, ღობეები, საცხოვრებელი სახლების ჭიშკრები და მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემა.
მერიის განმარტებით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 760 650 ლარი შეადგინა.