მსოფლიო ბანკმა 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ეკონომიკაში ეკონომიკური ზრდა სტაბილიზაციას განიცდის მთელი რიგი კრიზისების შემდეგ, მაგრამ გაცილებით დაბალია, ვიდრე 2000-იანი წლების დასაწყისში.

ამავე ცნობით, მოსალოდნელია, რომ რეგიონული ზრდა წელს ზომიერი იქნება 3.3%-მდე, 2023 წლის 3.5%-იდან, შემდგომ კი 2025 წელს 2.6%-მდე შენელდება.ეს მნიშვნელოვნად სუსტი მაჩვენებელია, ვიდრე 2000-2009 წლების საშუალო 5.1%-იანი ზრდა და დაბალია, ვიდრე ეს საჭიროა რეგიონის საშუალო შემოსავლისთვის.

საქართველოში მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა, გასული წლის მსგავსად 7.5% იქნება, რაც წინა პროგნოზზე მაღალი მაჩვენებელია. წინა საპროგნოზო დონე 5,2% იყო. ასევე, განახლებული პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.25$-მდე შემცირდება.

უკრაინაში, რუსეთის შეჭრით და ელექტროენერგიის ფართო შეფერხებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანი, სავარაუდოდ, შეანელებს ზრდას გასულ წლის 5.3%-იდან 3.2%-მდე წელს და 2%-მდე 2025 წელს.

რუსეთში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის, რესურსებზე მზარდი სავალდებულო შეზღუდვებისა და წარმოების შესაძლებლობების შემცირების ფონზე, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება 2023 წლის 3.6%-იდან 3.2%-მდე წელს და 1.6%-მდე 2025 წელს.

თურქეთში, რუსეთის შემდეგ რეგიონის სიდიდით მეორე ეკონომიკაში, ეკონომიკური ზრდა შენელდება წელს 3,2%-მდე, 2023 წლის 5,1%-იდან ეკონომიკის მიმდინარე რებალანსის გამო, მოხმარების გაფართოებისა და მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ნორმალიზების გამო. ინვესტიციების ზრდა ასევე მკვეთრად შენელდა სახელმწიფო ინვესტიციების შემცირების, სესხის აღების მაღალი ხარჯებისა და სამშენებლო აქტივობის შემდგომი შემცირების გამო.

ნათია ზარიძე