სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, საჩხერის მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით წამლობა სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს.
ამავე ინფორმაციით, ქალაქ საჩხერისა და არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 720 ჰა ფართობია დამუშავებული.
„მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. წამლობა მეფუტკრეებთან კოორდინაციით, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში ხორციელდება.
სააგენტო შეახსენებს მოსახლეობას, რომ ტემპერატურის კლებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება და საცხოვრებელი სახლებისკენ მიგრირებს. ბრძოლის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მავნებლის სახლის პირობებში, მექანიკური მეთოდების გამოყენებით განადგურება.
მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, - ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.