გაზის ბაზრის ყოველთვიური ანგარიშის“ მიხედვით, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გლობალური იმპორტი სექტემბერში 8,9%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით და დაახლოებით 33,75 მლნ ტონას მიაღწია. ამის შესახებ გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) მიერ გამოქვეყნებულ ყოველთვიურ ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით LNG-ის გლობალური იმპორტი1,7%-ით გაიზარდა და 306,8 მლნ ტონას მიაღწია.
ამავე ინფორმაციით, თხევადი აირის იმპორტის ზრდა აზიის ქვეყნებში მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. აზიის წყნარი ოკეანის რეგიონში LNG-ის იმპორტი სექტემბერში 14%-ით გაიზარდა და 24,3 მლნ ტონა შეადგინა.
მაშინ როცა ჩინეთი, ინდონეზია, იაპონია, მალაიზია და სამხრეთ კორეა წამყვან როლს თამაშობდნენ რეგიონის იმპორტის გაზრდაში, ტაილანდის იმპორტი შემცირდა. იანვარ-სექტემბერში კი რეგიონში LNG-ის იმპორტი 9,8%-ით გაიზარდა და 211,54 მლნ ტონას მიაღწია.