20 წლიანი მშენებლობის შემდეგ, ეგვიპტეში, გიზაში გიგანტური მუზეუმი გაიხსნა, სადაც უძველესი ეგვიპტური არტეფაქტების მსოფლიოში უდიდესი კოლექციაა წარმოდგენილი.
კომპლექსის ფართობი თითქმის 500 ათასი კვადრატული მეტრია. მასში წარმოდგენილია 100 ათასზე მეტი ექსპონატი, მათ შორის საგანძური მეფე ტუტანხამონის სარკოფაგიდან.
პროექტის ღირებულებამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
12 დარბაზში ძველი ეგვიპტის შესახებ ექსპონატებია წარმოდგენილი. ამჟამად დამთვალიერებლებს შეუძლიათ იხილონ სხვადასხვა საგნები - ქანდაკებები, სარკოფაგები და მუმიები. მას ექნება შესაძლებლობა, დღეში 4000 დამთვალიერებელს უმასპინძლოს.
ამ დროისთვის, ვიზიტორებისთვის ღია გამოფენის ნაწილები სატესტო რეჟიმში მუშაობს.
მუზეუმის წარმომადგენლის, ეისა ზიდანის თქმით, ყველა დარბაზი აღჭურვილია მოწინავე ტექნოლოგიით და მულტიმედიური საპრეზენტაციო აპარატებით.
მუზეუმის გახსნა 2012 წელს იგეგმებოდა, მაგრამ მაღალი ხარჯების და სხვა ფაქტორების გამო, მშენებლობა არაერთხელ გადაიდო.
წყარო: cnn.com