ამერიკაში ყოფილი სარაკეტო ბაზა იყიდება

აშშ-ში ნახევარ მილიონ დოლარად იყიდება უძრავი ქონება, რომელიც წარსულში სარაკეტო ბაზა იყო.

ბაზა, სახელწოდებით Nike DY-10 ტეხასის შტატის ქალაქ აბილინში მდებარეობს და დაახლოებით 4,6 ჰექტარზეა განთავსებული. ბაზა 1960 წელს, ამერიკული ბითვული ქობინების დასაცავად აშენდა.

1966 წლიდან მოყოლებული შენობამ შეწყვიტა ფუნქციონირება, როგორც სარაკეტო ბაზამ.

რაკეტებისთვის ბუნკერისა და მაღაროს გარდა, ყოფილი ბაზის ტერიტორიაზე საკალათბურთო მოედნები, ჩოგბურთის კორტები და ბეტონის რამდენიმე შენობაა განთასებული.

ყოფილი სარაკეტო ბაზის შენობის სანაცვლოდ, ამჟამინდელი მფლობელი 503 000 დოლარს ითხოვს.