კანადა უცხოელი სტუდენტების რაოდენობას შეამცირებს

კანადის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა, 2026 წლისთვის ქვეყანაში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი მთლიანი მოსახლეობის 6,5%-დან 5%-მდე შემცირდეს.

ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

ამ მიზნით მთავრობამ უცხოელი სტუდენტების მიმართ რიგი შემაკავებელი ზომები მიიღო. ოქტომბრის დასაწყისში მიგრაციის რეგულაციაში ცვლილებები იმ უცხოელი სტუდენტებისთვის შევიდა, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ კანადაში სამუშაოდ დარჩენას გეგმავენ და პოსტდიპლომური სამუშაო ნებართვის (post-graduate work permit-PGWP) მიღებას ცდილობენ.

კერძოდ, 1 ნოემბრიდან ნებისმიერი სტუდენტი, ვინც PGWP-ზე განაცხადს შეიტანს, ინგლისურ ან ფრანგული ენებს საკმარისად უნდა ფლობდეს. საუნივერსიტეტო კურსდამთავრებულებმა ამ ენების ჩაბარების სერტიფიკატი მინიმალური შვიდი ქულით, ხოლო კოლეჯის კურსდამთავრებულებმა შედარებით დაბალი, ხუთი ქულით უნდა წარადგინონ.

ასევე, აუცილებელია ზღვრის გადალახვა ენის ცოდნის ოთხივე ასპექტში, როგორიც არის კითხვა, წერა, მოსმენა და საუბარი. აღნიშნული სერთიფიკატი კურსდამთავრებულმა PGWP-ზე განაცხადის შეტანამდე ორ წელზე ნაკლებ დროში არ უნდა წარადგინოს.

ამასთან, ახალი წესებით სპეციალობის 966-იანი კვოტა წესდება ხუთ ძირითად სექტორზე, რომელზეც სწავლაც PGWP-ის უფლებას იძლევა. ეს სექტორებია სოფლის მეურნეობა, აგროსასურსათო მრეწველობა, ჯანდაცვა, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა), ვაჭრობა და ტრანსპორტი.

1-ელ ნოემბრამდე წარდგენილი PGWP-განაცხადები ძველი ნორმების შესაბამისად განიხილება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ