შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელთან რაიმუნდ იელესთან შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობის მიმდინარეობა განიხილეს და დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების გათვალისწინებით, შემდგომი ერთობლივი საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები დასახეს.