GEM fest „სოლიდარობის ფონდში“ სოლიდურ თანხას გადარიცხავს

GEM fest-ის ორგანიზატორებმა დაანონსებული საქველმოქმედო აქციის განხორციელება დაიწყეს. საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და „GEM“ fest-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. Multi ფორმატულ „GEM“-ზე Multi გართობის მიზნით შეძენილი თითოეული Multi Pass-ის ღირებულებიდან 1 ლარი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22 წლამდე პაციენტების მკურნალობას მოხმარდება. ამ გზით, ღონისძიების ორგანიზატორები, საკმაოდ სოლიდური თანხის შეგროვებას ვარაუდობენ, რომელიც შემდგომში ახალგაზრდების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას დააფინანსებს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, GEM fest-ის ბილეთები დიდი სისწრაფით იყიდება. ანაკლია მსოფლიოს წამყვან დიჯეებთან და ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ათასობით მელომანს სხვადასხვა ქვეყნიდან უმასპინძლებს.

GEM fest-ის ოფიციალური მხარდამჭერია bpn.ge.