მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აიზომა 1 500 000 და უკვე დარეგისტრირდა 1 000 000 მიწის ნაკვეთი. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამავე ცნობით, რეფორმის ფარგლებში 1 000 000 ადამიანი გახდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა საქართველოში 2022 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო. მიწის ნაკვეთების აზომვა-რეგისტრაცია 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი), უსასყიდლოდ, მიმდინარეობს.
რეფორმის დასრულების ვადად 2025 წლის 1-ლი იანვარია განსაზღვრული.