საქართველოში ფისტას სამაცივრე მეურნეობა შენდება. ამის შესახებ bpn.ge-ს ფერმერი ივანე ლელაშვილი ესაუბრა.
როგორც სანერგე მეურნეობის მეპატრონე ამბობს, 2-4 წელში, ქვეყანას 30-40 ტონაზე მეტი ფისტას მოსავალი ექნება. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა, როგორც სამაცივრე მეურნეობის, ისე გადასამუშავებელი ქარხნის არსებობის აუცილებლობის საკითხი.
„უკვე ვაშენებთ სამაცივრე მეურნეობას და სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლო დასრულდება. გვინდა, რომ სამომავლოდ ფისტას მოსავალი შევინახოთ. მერე უკვე, ჩვენ თვითონ გავუკეთებთ რეალიზაცია როგორც შიდა ბაზარზე, ისე ექსპორტზეც გავიტანთ.
საქართველოში მანამდე ფისტისთვის სამაცივრე მეურნეობა არ ყოფილა, არც იყო ამის საჭიროება. არის მხოლოდ ერთი, რომელიც იმპორტირებულ პროდუქციას ხმარდება და იქ არის როგორც დასაწყობება, ისე გადასამუშავებელი.
სამაცივრე მეურნეობასთან ერთად კასპში ასევე გვექნება გადასამუშავებელი ქარხანა. სამომავლოდ სხვა ადგილებზეც ვფიქრობთ, იქ სადაც ბაღებია, რომ არ გაუჭირდეთ მოსავლის დაბინავება. მოკლედ, რომ გითხრათ, ვემზადებით იმისთვის, რომ მოსავლის რაოდენობა ძალიან გაიზრდება.
ჩვენ გეგმაა, რომ წლიურად ნახევარ მილიონამდე ნერგი ვამუშაოთ საქართველოს მასშტაბით გავაშენოთ. 2-4 წელიწადში, 30-40 ტონაზე მეტი ფისტა გვექნება, საქართველოს მასშტაბით“,- ამბობს ივანე ლელაშვილი.