2017 წლიდან ევროკავშირში მობილურ როუმინგზე გადასახადებს გააუქმებენ

ევროკავშირის ქვეყნებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირის ტერიტორიაზე როუმინგის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით.

"ღია ინტერნეტი ყველას. ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას. დიდი მადლობა ყველას", - დაწერა ევროკომისარმა ციფრული ეკონომიკის საკითხებში გიუნტერ ეტინგერმა.

მისივე განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოდ მოუღებს ბოლოს როუმინგს და ფიჭვური ნეიტრალიტეტის პრაგმატულ წესებს დააწესებს ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე.

ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმების თანახმად, 2017 წლის ივნისიდან ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას მოქალაქეები როუმინგის გადასახადს აღარ გადაიხდიან. ნაცვლად ამისა, მობილურ ტელეფონზე საუბრის სანაცვლოდ იმდენს გადაიხდიან, რამდენსაც საკუთარ ქვეყნებში იხდიან. ასევე ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ინტერნეტზე ყველანაირი შეზღუდვა მოეხსნებათ.

2014 წლის ივლისიდან ევროკავშირში ძალაში შევიდა როუმინგის ღირებულების შემცირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად ევროკავშირის ქვეყნებში მობილური სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები 20%-ით გაიაფდა, მობილური ოპერატორების მომსახურება კი 55%-ით.